რას აცხადებს შს მინისტრის მოადგილე წყნეთში, დენის დარტყმის შედეგად 15 წლის მოზარდის გარდაცვალების შესახებ
საგამოძიებო უწყება გააკეთებს ყველაფერს, რომ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს და სადაც გამოიკვეთება კონკრეტული პირების მხრიდან დაუდევრობა, გულგრილობა თუ განზრახ მოქმედება, რა თქმა უნდა, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წყნეთში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა, რა დროსაც დენის დარტყმის შედეგად 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა. მისივე თქმით, საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. "ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა და ნამდვილად მძიმეა ჩვენთვისაც. მე ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. რა თქმა უნდა, ჩვენი თითოეული დანაყოფი აქტიურად მუშაობს და იძიებს თითოეული იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხს, თუ ვინმეს გადაცდომამ ან დაუდევრობამ გამოიწვია ეს უბედური შემთხვევა. ჩვენ იმ წუთიდანვე დავიწყეთ გამოძიება. რა თქმა უნდა, მე გამიჭირდება ახლა კონკრეტული პირების ბრალეულობაზე ვისაუბრო, როდესაც ეს მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო პროცესი,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
კომენტარი