სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ არიან ვაზისუბანში ტრაგიკულად დაღუპული ცოლ-ქმარი (ფოტო)

ვაზისუბანში ტრაგიკულად დაღუპული ცოლ-ქმრის ცხედრები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. დაღუპულებს 4 წლის ბავშვი დარჩათ.

შემთხვევა დღეს შუადღეს მოხდა. არმენ სარქისოვი ლიფტის შახტაში ჩავარდა, მისი მეუღლე კი დახმარებას ცდილობდა რა დროსაც ლიფტი ამუშავდა და ორივე მათგანი მოიყოლა. მომხდარზე გამოძიება უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო, ამ დრომდე ადგილზე პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ლიფტის პრობლემა დიდი ხანია არსებობს და გამგეობას პრობლემის მოსაგვარებლად არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

ისნის რაიონის გამგებლის თქმით, კი მოსახლეობისგან მსგავსი თხოვნა არც გამგეობაში შესულა და არც მუნიციპალიტეტში. იგივეს ამბობს კორპუსის თავმჯდომარეც და აცხადებს, რომ გამგეობისთვის არ მიუმართავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100