სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ტიკარ, ჩემო კეთილო გოგო.... არც ვაიფაი დაიჭირა ძუძუებით, არც მეორე ასო ამოუვიდა...ზოგმა ხატია სიჭინავას დაუჯერა, ბავშვი აღარ გაგვიჩნდებაო" - გურამ შეროზია ტიკარაძეს მიმართავს

"ტიკარ, ჩემო კეთილო გოგო და მრავალი ღირსებით შემკულო: კეთილი თვალებით, მომხიბლველი კარეთი და მშვიდი ნერვებით (ნუ მთავარ ღირსებებად მე ამას ვხედავ შენში) იდეა მაქვს:
- ხომ გაქვთ ვაქცინების პარტიები, რომელიც გვილპება
- გვყავს ხალხი, რომელსაც ეკუთვნის და არ რეგისტრირდება, ზოგს დაჩიპვის ეშინია, ზოგმა ხატია სიჭინავას დაუჯერა - ბავშვი აღარ გაგვიჩნდებაო და ათასი ბულშითი...
- ასევე ვართ ხალხი, რომლებსაც ახლა არ გვიწევს აცრა, მაგრამ მზად ვართ, ავიცრათ მერე ხომ მოგვიწევს თან...
ჰოდა არ გიფიქრია, რომ აგვცრათ სოციალურად აქტიური საზოგადოება, (ნაცვლად ლამის გადაყრისა ამ დოზების) რაც უბრალოდ ადგილების გაცვლა იქნება (ანუ ჩავთვალოთ - მოხუცმა დამითმო რიგი), შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება, ამავდროულად - ხატია სიჭინავას, თუ ვინმე პირობითაც მაგული ჭიჭაღუას მიმდევრები ნახავენ, რომ:
- აი გაიკეთეს გურამმა და სხვებმაც
- გავიდა ორი თვე და უპს, არც ვაიფაი დაიჭირა ძუძუებით, არც მეორე ასო არ ამოუვიდა (მამენტ ამოვიდეს, რამეში გამოვიყენებ იმასაც), ჰოდა ნელნელა ისინიც მოდუნდებიან, გაიზრდება ნდობა და ასე დავამარცხებთ ამ ჩაკეტილობასა და მისით გამოწვეულ კრიზისებს.
აქვე: მართლა კარგი ადამიანი მგონიხარ და არ მაქვს იმაზე გართულება, რომ ყველას ყველაფერი იდეალურად უნდა გამოგვდიოდეს, მინისტრობა იქნება ეს, კრიზისების მართვა, თუ ა.შ.
აი მაგ. არც მე გამომდის ცეკვა. უბრალოდ მე ნამუსი მაქვს და არ ვცეკვავ შესაბამისად

ტიკარ, ჩემო კეთილო გოგო და მრავალი ღირსებით შემკულო: კეთილი თვალებით, მომხიბლველი კარეთი და მშვიდი ნერვებით (ნუ მთავარ...

Posted by Guram Sherozia on სამშაბათი, 30 მარტი, 2021

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100