სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინფიცირებულთა ასაკი გაახალგაზრდავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა პაციენტებთან დაავადებას მარტივი მიმდინარეობა ექნება - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, კორონავირუსმა გარკვეულწილად ძალა დაკარგა. მისი თქმით, ბოლო დროს ინფიცირებულთა ასაკი გაახალგაზრდავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა პაციენტებთან დაავადებას მარტივი მიმდინარეობა ექნება.

"ინფექციამ გარკვეულწილად თავისი ძალა ანუ ვირულენტულობა დაკარგა. ინფექციის აქტიური შემთხვევები მთელს მსოფლიოში 8 მილიონს ითვლის. 29 მილიონი იყო მთლიანად დაავადებული, რაც ლაბორატირულად დაადასტურეს მსოფლიოს ქვეყნებმა, მაგრამ აქტიური ახლა არის 8 მილიონი. ამ 8 მილიონი ადამიანიდან, პროცენტული წილი გაიზარდა, 20-30-40-50 წლის ადამიანებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი ამ ასაკის ადამიანებში მარტივად მიმდინარეობს.

ზოგადად ვირუსს ახასიათებს, რომ არ უნდა დაიღუპოს და გაქრეს, ამიტომ ის ყოველთვის ცდილობს, მასპინძელთან მოძებნოს წონასწორობა, იტრიალოს ადამიანიდან ადამიანში, მაგრამ მასპინძელი არ გარდაიცვალოს, რადგან მისი სიცოცხლეც იქ დამთავრდება, ასე რომ, ეს არის ლოგიკური გაგრძელება, მსოფლიო ისტორიულმა პანდემიებმა აჩვენა და ეს პანდემიაც აუცილებლად დამთავრდება. ალბათ მომავალი წელი იქნება გარდამტეხი. ჯერ-ჯერობით ჩვენი ქვეყანა მიდის სწორი გზით“,-განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100