სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გზა, რომელიც თქვენ აირჩიეთ, ასცდა ქრისტიანობას და ჩიხში შევიდა..." - მამა პეტრე ლევან ვასაძეს

"თბილისი პრაიდის" აქტიური მოწინააღმდეგე ლევან ვასაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას დაჯგუფებები, რომლებიც ჰომოსექსუალების წინააღმდეგ გაიბრძოლებენ. ვასაძე ასევე აანონსებს რევოლუციას, რომელიც მიმართული იქნება უმცირესობების შევიწროებისკენ.
ამასთან დაკავშირებით მამა პეტრე კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში ღია წერილით მიმართა ვასაძეს და მის საქციელს არაქრისტიანული უწოდა. დრონი.ჯი პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ბატონო ლევან, გზა, რომელიც თქვენ აირჩიეთ, ასცდა ქრისტიანობას და ჩიხში შევიდა... ამას არ ასწავლის წმინდა წერილი, არც ეკლესია... ეს თქვენი მიდგომა და დამოკიდებულებაა... თქვენ ცოდვასთან ერთად ებრძვით ცოდვილს და საერთოდ დაგავიწყდათ, ქრისტეს ჰაერში აღმართული მკლავი, საზოგადოებისგან განწირულ დედაკაცს რომ გადაეფარა...
ბატონო ლევან, არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ ეს არის საეკლესიო ცხოვრების პოზიცია და ისედაც დაბნეული მოსახლეობა უფრო მეტად დააბნიოთ... თქვენ დღეს უამრავი ახალგაზრდის გული სამუდამოდ დაკარგეთ და აგრესიულ, ძალადობით გაჯერებულ ფრთას სითამამე შემატეთ...
ბატონო ლევან, გარდა იმისა, რომ სახარებას გვერდი აუარეთ, რაინდულ სულს და ჰუმანიზმს უღალატეთ...
ბატონო ლევან, თუ ნებისმიერი მდგომარეობა, რაც ღმერთს ეწინააღდგეგება, მიუღებელია, მაშინ თქვენი შეხუდულებაც ზუსტად იგივეა და ვაღიაროთ, რომ მეორე უკისურესობა აირჩიეთ პირველთან სადავოდ...
ბატონო ლევან, სულ არ მინდა ჩემმა ექვსმა შვილმა ქუჩებში ამორალიზმის პარადი იხილოს, მაგრამ არც ის მინდა, რომ თქვენ მოგისმინოთ!.."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100