კახეთის გზატკეცილზე ხანძრის შედეგად 800 კვმ ფართი დაიწვა
კახეთის გზატკეცილზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარია 800 კვმ ფართის ტერიტორია.
”არსებული ინფორმაციით, დამწვარია 800 კვ.მეტრი ფართი. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი. ტერიტორიაზე განლაგებული ნივთები იყო ადვილად აალებადი, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა ოპერატიულად მოახერხეს ცეცხლის ძირითადი კერების ჩაქრობა. დაშავებულები არ არიან. სხვა დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი”, - აღნიშნა სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა. მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ მობილეზებულები არიან სამართალდაცველები. ადგილზე რჩებიან სამაშველო სამსახურის წარმომადგნელბიც. საერთო ჯამში სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო 30 ერთეული ტექნიკა და 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი. ცეცხლი სტამბა „შარავანდის“ ტერიტორიაზე გაჩნდა.
კომენტარი