სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სხვისი სახლი" ნორვეგიაში გამართულ კინოფესტივალზე გრან პრის მფლობელი გახდა


რუსუდან გლურჯიძის ფილმი "სხვისი სახლი" ნორვეგიაში, ბერგენის საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან პრის მფლობელი გახდა!ეს ფილმისთვის რიგით მეორე საერთაშორისო ჯილდოა."სხვისი სახლი" კარლოვი ვარის კინოფესტივალის გამარჯვებულია პროგრამაში East of the West.
ბერგენის საერთაშორისო კინოფესტივალი ნორვეგიაში 2000 წლიდან იმართება და ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება.
"სხვისი სახლი" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. იგი საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის კოპროდუქციაა. მთავარ როლებს სალომე დემურია, ზურაბ მაღალაშვილი, ია სუხიტაშვილი, ოლგა დიხოვიჩნაია,ეკატერინე ჯაფარიძე და საბინა ახმედოვა ასრულებენ.
ფილმი ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ. ომი ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის კინოაკადემიისთვის წარსადგენად ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის წელს რუსუდან გლურჯიძის ფილმი "სხვისი სახლი" შეირჩა. გადაწყვეტილება 9 აგვისტოს ეროვნული კინოცენტრის მიერ სპეციალურად შექმნილმა კომისიამ კინოთეატრ „ამირანში" მიიღო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100