მღრღნელები საფრთხის შესახებ ერთმანეთს აფრთხილებენ
თახვებს და ზაზუნებს ერთმანეთის გამაფრთხილებელი სიგნალები ესმით. ასეთ დასკვნამდე მეცნიერების ერთი ჯგუფი მივიდა, რომელთა კვლევის შედეგებიც სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა.
თახვები და ზაზუნები, მტაცებლის გამოჩენისას, ან სხვა რაიმე საფრთხის მოახლოებისას, განსაკუთრებულ ხმებს გამოსცემენ და ახლობლებს საფრთხეს ასე ატყობინებენ. მათ ხმაზე კი სხვა სახეობის წარმომადეგენლი ცხოველებიც რეაგირებენ. ახალი კვლევის ავტორების მტკიცებით, ამის მიზეზი ის არის, რომ მათ ერთი და იგივე მტრები ჰყავთ.
მეცნიერებმა თახვების და ზაზუნების სხვადასხვა სახის ხმები ჩაიწერეს, შემდეგ კი ეს ორივე სახეობის მღრღნელებზე გამოსცადეს. სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ორივე მათგანი კარგად აღიქვამს „უცხოელების“ მოახლოების შესახებ სიგნალებს, თუმცა თახვები ამას უკეთ გამოხატავენ.
კომენტარი