სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ათას ლარიანი ჯარიმა საკუთარი აზრის დაფიქსირებისთვის

ათას ლარიანი ჯარიმა საკუთარი აზრის დაფიქსირებისთვის. სტუდენტები ნიკოლოზ ჩომახაშვილი და თორნიკე ჩიქოვანი სასამართლომ ილიას და აკაკის ძეგლზე აბრის მიყუდების მცდელობისთვის დააჯარიმა.

აბრა წარწერით „მანდე ჩემი უნივერსიტეტი“ სტუდენტებმა საუნივერსიტეტო რეფორმის გაპროტესტების მიზნით 26 ივნისს მიიტანეს რუსთაველის გამზირზე. სტუდენტებს აბრისთვის სურათის გადაღება და პროტესტის ნიშნად ფეისბუქზე გავრცელება სურდათ, თუმცა პოლიციამ ისინი მაშინვე დააკავა, დღეს კი სასამართლომ სტუდენტებს ათას ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

„სტუდენტური დასაქმების პროგრამა გაუქმებულია ახალი მთავრობის მიერ, სამუშაო ადგლები კი მოგეხსენებათ, რომ უფროსებსაც კი არ აქვთ დღეს საქართველოში და სტუდენტებს ხომ მითუმეტეს და რატომ არ დაფიქრდა მოსამართლე იმაზე, რომ ჩვენ ამ ჯარიმის გადახდის საშუალება არ გვაქვს“-აცხადებენ სტუდენტები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100