სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსწავლის გაუპატიურების ფაქტს განათლების სამინისტრო შეისწავლის

ზუგდიდის რაიონის სოფელ ნაზარენის სკოლაში მომხდარი ინციდენტის გამოკვლევა განათლების სამინისტრომ უკვე დაიწყო. ამის შესახებ droni.ge-ს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა. მინისტრის განმარტებით რაიმე კონკრეტულ კომენტარს სამინისტრო ჯერ ვერ გააკეთებს, რადგან ნაზარენში მომხდარი საზარელი ამბავი მათთვის ახლახანს გახდა ცნობილი და სიტუაციის გარკვევაც ახლა დაიწყო.

მოგახსენებთ, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე გ.ბ. დაწყებითი კლასის მცირეწლოვან ბიჭს სისტემატიურად აუპატიურებდა. აღნიშნული ფაქტი გასულ კვირას გამოაშკარავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტი სკოლის დირექტორმა, ლალი ჩაჩიბაიამ მას შემდეგ გამოააშკარავა, რაც სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ეჭმიტანილისა და მისი თანაკლასელების დაპირისპირებას შეესწრო. უფროსკლასელები ეჭვმიტანილისგან მცირეწლოვანთა გაუპატიურების შეწყვეტას და სკოლიდან გადასვლას მოითხოვდნენ.

მომხდარის გახმაურების შემდეგ დაზარალებულებმა მათზე განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ მშობლებსაც უამბეს.

მომხდარს ადასტურებს ადგილობრივი მოსახლეობაც, მედიასთან დამატებითი კომენტარის გაკეთებას კი - ერიდებიან. თუმცა, მათი ერთი ნაწილი 15 წლის მოზარდის ლინჩის წესით გასამართლებასაც ითხოვს. გ.ბ-ს ლინჩის წესით გასამართლებას მოითხოვენ მოსწავლის მშობლებიც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100