თიბისი გუნდის უკრაინელ წევრებს და მათ ოჯახებს დაეხმარება
უკრაინაში შექმნილი
ვითარება თითოეული ქართველისთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. ჩვენთვის, გუნდის,
როგორც ქართველი, ისე უცხოელი წევრების უსაფრთხოება და სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია.
მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენს უკრაინელ თიბისელებს და მათ ოჯახებს ფინანსურად
დავეხმაროთ და გვერდში დავუდგეთ.
ჩვენი გუნდის 12
უკრაინელი წევრი კიევში და უკრაინის სხვა ქალაქებში ცხოვრობს და დისტანციურად
მუშაობს ქართველ კოლეგებთან ერთად. პანდემიის დაწყებიდან, თიბისის 8 ქვეყნიდან
შემოუერთდნენ თანამშრომლები, მათ შორის დიდი ტექნოლოგიური გუნდი უკრაინიდან. ამ
რთულ დროში, თანაგუნდელების გვერდში დგომა ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია და
ყველაფერს გავაკეთებთ მათი მორალური და ფინანსური მხარდაჭერისთვის.
უკრაინელი
თანამშრომლები ძირითადად ტექნოლოგიური პროექტების აღსრულებაში არიან ჩართულები,
ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა - შიდა და გარე ინფრასტრუქტურა,
საკომუნიკაციო არხების დეველოპმენტი და სხვა მნიშვნელოვანი სისტემები.
გუნდის წევრები
მხნედ არიან, ისინი ნამდვილად გმირები არიან. ბევრი მათგანი, საომარი სიტუაციის
მიუხედავად, შეძლებისდაგვარად ახერხებს სამუშაო პროცესში ჩართვას.
თიბისის მთავარი
მისია ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა, რაც ამ რთულ დროში ჩვენი კიდევ
უფრო საჭირო და ბუნებრივი სურვილია. დარწმუნებული ვართ, მშვიდობა მალე
დაისადგურებს და არცერთ ადამიანს საფრთხე აღარ შეექმნება.
თიბისის გუნდი
კომენტარი