IRI-ს სოციოლოგიურ კვლევაში ბიძინა ივანიშვილის „ტრიუმფი“ არ ჩანს
მთელი საქართველოს მასშტაბით 4.000 ადამიანი 27 ოქტომბრიდან ნოემბრის პირველ რიცხვებამდე: ისინი, ვინც გამოკითხვაში მონაწილეობას დათანხმდენენ და რომლებიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეარჩიეს - სწორედ ამ კონტიგენტს ემყარება სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტის (IRI) მიერ ჩატარდა.
ვინაიდან ქართულ მედიაში, რატომღაც, მხოლოდ ამ პოლიტიკური კვლევის ნაწილი გამოქვეყნდა, „დრონი.ჯი“ გთავაზობთ გამოკვლევის დეტალებს, რომელიც ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდება, ბევრისთვის კი - პირიქით.
რასაკვირველია, იქნებიან ისეთებიც, ვინც ამ საერთაშორისო, საკმაოდ კომპეტენტურ და ავტორიტეტულ ორგანიზაციას მიკერძოებაში დაადანაშაულებს და ვერც ის გამოცემები ასცდებიან რისხვას, ვინც შედეგებს სრული მასშტაბით გამოაქვეყნებს, მაგრამ ამის გამო სიმართლის დამალვა ნამდვილად არ ღირს.
მოკლედ, პოლიტიკური კვლევის შედეგების ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვა-პასუხი ასე გამოიყურება:
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემთ ხმას?
ნაციონალური მოძრაობა - 42%
ბიძინა ივანიშვილის პარტია - 18%
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა - 8%
ლეიბორისტული პარტია - 3%.
არავის - 7%
უარი პასუხზე - 18%.
პოლიტიკური ლიდერების რეიტინგში უპირობო ლიდერი მიხეილ სააკაშვილია - 74%, რაც შეეხება ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერთა რეიტინგს, ბიძინა ივანიშვილი ვერც აქ დაიკვეხნის: ის გამოკითხულთა 21%-მა დაასახელა და ერთი პროცენტით ჩამორჩა გიორგი თარგამაძეს, რომელიც 22%-ით ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერებს შორის პირველ ადგილზეა:
ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების რეიტინგი:
გიორგი თარგამაძე - 22%
ბიძინა ივანიშვილი - 21%
შალვა ნათელაშვილი - 4%
ირაკლი ალასანია - 3%.
მოსახლეობის ზოგადი განწყობა:
ოპტიმისტური - 87%
ნეიტრალური - 9%
პესიმისტური -2%.
ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები ქვეყანაში:
უმუშევრობა - 54%
ტერიტორიული მთლიანობა - 18%.
როგორ აფასებთ სააკაშვილისა და მისი მთავრობის მუშაობას ფინანსური კრიზისის დროს?
დადებითად - 62%
უარყოფითად - 28%.
ბოლო 12 თვის განმავლობაში მიგიციათ თუა არა ქრთამი?
არა - 98%
კი - 0,3%
მთავარი პარტნიორები საერთაშორისო ურთიერთობებში:
აშშ - 61%
ევროკავშირი - 33%
მთავარი მტერი:
რუსეთი - 78%
უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს მისწრაფებას ნატოში გაწევრიანებისკენ:
დიახ - 80%.
IRI-ს მიერ ჩატარებულ კვლევებზე კომენტარი უკვე გააკეთეს პოლიტიკოსებმაც. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მონაცემები მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა - არც პარტიული და არც ჰიპოთეზური კანდიდატის. ლეიბორისტებმა კვლევის შედეგებთან დაკავშირებით ტრადიციული კომენტარი გააკეთეს:
"ამერიკელებმა შეიმუშავეს ახალი პროექტი, რომ გადააბარონ ხელისუფლება თავიანთ ხელის ბიჭებს, სააკაშვილი-ივანიშვილის მეთაურობით, რათა არ დაუშვან ხელისუფლებაში ყველაზე ეროვნული პარტიის - ლეიბორისტული პარტიის მოსვლა შალვა ნათელაშვილის ხელმძღვანელობით", - განაცხადა გიორგი გუგავამ.
„თავისუფალმა დემოკრატებმა“ ეს გამოკვლევა მნიშვნელოვნად არ მიიჩნიეს. ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ ერთჯერად კვლევებზე ორიენტაცია მათ მიზნებში არ შედის.
რაც შეეხება ქრისტიან-დემოკრატებს, მათ განაცხადეს, რომ მაღალი რეიტინგი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.
კომენტარი