სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

12 გარდაცვლილი და 513 ინფიცირებული ერთ დღე-ღამეში - კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 127 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 103 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 024 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 513 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 273 650-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.32 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.50 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.83%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 96 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 267 111-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 613 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 513 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა, აჭარა - 30, იმერეთი - 88, ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 44, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 26, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100