სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სესხი სტარტაპ აგრო ტურიზმისთვის - თიბისი ბანკის შეთავაზება სტარტაპერებს

თიბისი ბანკი სტარტაპერებისთვის ახალ ფინანსურ პროდუქტს - სესხს სტარტაპ აგრო ტურიზმისთვის ქმნის.

დღეიდან, დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ფერმერული მეურნეობა განავითარონ და მათ მიერ წარმოებული პროდუქტის ან რეგიონის პოპულარიზაციას შეუწყონ ხელი.

სტარტპ სესხი აგრო ტურიზმისთვის განკუთვნილია იმ სტარტაპერებისთვის, რომლებსაც სურთ საკუთარ ფერმერულ მეურნეობაში ტურისტული საქმიანობის წამოწყება, სადეგუსტაციო კუთხის, მარნის, მცირე საოჯახო სასტუმროს ან კოტეჯების მოწყობა, ასევე ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების გამასპინძლება მათ მიერ წარმოებული პროდუქტით.

სტარტაპ აგრო ტურიზმით სარგებლობა შეუძლია დამწყები ბიზნესის ყველა წარმომადგენელს, ვისაც დასაფინანსებელ ან სოფლის მეურნეობის მონათესავე დარგში მინიმუმ 24 თვიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს.

სტარტაპ აგრო ტურიზმის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სტარტაპერის ვებ-გვერდზე: https://startuperi.ge/ka/agro-loan

სტარტაპერითიბისი ბანკის პროგრამაა, რომლის მიზანს სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ბიზნესების წამოწყების წახალისება წარმოადგენს. პროგრამა აერთიანებს დამწყები ბიზნესებისთვის როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ მხარდაჭერას, მათ შორის: სტარტაპსესხს, საოპერაციო პროდუქტებს, ღონისძიებებს, ტრენინგებს, ინდივიდუალურ კონსულტაციებს, მედიამხარდაჭერას და სხვა.

სტარტაპერის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.startuperi.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100