სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი კარგი დღე ელით ბინის მაძიებელ ნიშნებს. გააქტიურდით, თუ მარტოობამ დაგტანჯათ ან თუ გსურთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესება. მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს.
კურო
კარგი დღეა დასვენებისა და დღის ჰარმონიულ გარემოში გასატარებლად. პოზიტიური ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში, ოჯახში. ზოგიერთს ხანმოკლე მგზავრობა ან სუფთა ჰაერზე სეირნობა ელის.

ტყუპი
გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გაუმჯობესების დღეა. მოინახულეთ ის ადგილები ან ადამიანები, რომლებიც გენატრებათ. შეიძლება გაგიუმჯობესდეთ ფინანსური მდგომარეობა ან ახალი სპონსორი გამოგიჩნდეთ.

კირჩხიბი
გახსოვდეთ, რომ ერთი დავალება შეიძლება რამდენიმენაირად შესრულდეს. კარგი დღე ელით ლიტერატურის, ინტერნეტის სფეროში მომუშავეებს. ზოგიერთი ზედმეტი ვალდებულებისგან გათავისუფლდება.

ლომი
დღეს ვერავინ დაგადანაშაულებთ გულგრილობაში. თუმცა, ჯერ საკუთარი საქმეები შეასრულეთ. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით. შეგიძლიათ რომანტიკული ადგილებიც მოინახულოთ.

ქალწული
ზომიერი რისკი დასაშვებია. ნუ მოგერიდებათ დრომოჭმული წესების წინააღმდეგ გამოსვლის. გამოასწორეთ შეცდომები. პირად ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილება გელით.

სასწორი
მოერიდეთ ბოღმისა და შურის დაგროვებას. გაიმარჯვებს ის, ვინც იქნება აქტიური და იბრძოლებს სასურველის მისაღწევად. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად ლმობიერი უნდა იყოთ.

მორიელი
დაგროვილი საქმეები შეასრულეთ და ეცადეთ, სამსახურში გვიანობამდე არ

გაჩერდეთ. ოჯახის წევრები მოუთმენლად გელიან. დილით მსუბუქი ვარჯში და სირბილი ენერგიას შეგმატებთ.

მშვილდოსანი
ფიზიკური და გონებრივი აქტიურობის დღეა. მეტი დრო დაუთმეთ რთული საკითხების მოგვარებას. რაც უფრო მეტ სირთულეს დაძლევთ, მით მეტი ოპტიმიზმით დაიმუხტებით.

თხის რქა
მოიმატებს კონკურენცია და თუ დაკვირვებულად იმოქმედებთ, ყველა სირთულეს მარტივად გაართმევთ თავს. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, საჭირო ინფორმაციის მოძიებას.

მერწყული
თუ ახალი იდეით აენთეთ, იზრუნეთ მის განხორციელებაზე, მანამდე კი თანამოზარეებთან ერთად განიხილეთ მინუს-პლუზები. მეგობრები შეიძლება ოჯახის წევრებივით დაგიდგნენ გვერდით.

თევზები
ზომიერი ფიზიკური აქტიურობა დადებით წაადგება როგორც განწყობას, ისე გონებრივ აქტივობას. ნუ ეცდებით წესების, კანონის დარღვევას. ეს ეხება დიეტასაც. მოერიდეთ ფულის ფლანგვას, გაუთვალისწინებელ საყიდლებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100