თბილისში, სავარაუდოდ მაღაზიის დაყაჩაღების დროს ცოლ-ქმარი მოკლეს
თბილისში ცოლ-ქმარი მოკლეს. შემთხვევა ზაჰესში მოხდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ცოლ-ქმარი გარდაცვლილი საკუთარ მაღაზიაში იპოვეს. სავარაუდოდ, უცნობმა პირებმა მაღაზიის დაყაჩაღება სცადეს.
ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. შემთხვევა წუხელ მოხდა. როგორც მეზობლები აცხადებენ, მძარცველები მაღაზიაში შესვლას უკანა კარიდან ცდილობდნენ. აღსანიშნავია, რომ თანხა წაღებული არ არის.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 109 მუხლებით დაიწყო. 236-ე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-შეძენა-ტარებას, 109-ე კი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 11-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
კომენტარი