სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახა კალაძემ საზოგადოებას ეკოლოგიური პოლიტიკის მიმართულებები გააცნო

„არაფერი არ ღირს ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ფასად, ყველამ უნდა ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი და ვიცოცხლოთ ჯანსაღ გარემოში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ეკოლოგიური პოლიტიკის პრეზენტაციაზეგანაცხადა, რომელიც დღეს „ლისი ვერანდაზე“ გაიმართა.

კახა კალაძის თქმით, ეკოლოგია თბილისისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია, შესაბამისად, ამ საკითხის გადაწყვეტა მმართველი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

„სიცოცხლით სავსე ქალაქის უპირველესი ფასეულობა არის ადამიანი და მისი ჯანმრთელობა“, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

მისივე განცხადებით, ეკოლოგიური პოლიტიკის ძირითადი მიზნებია: სტრატეგიულად ახალი გარემოს დაცვითი სტანდარტები, ეკოლოგიურად ჯანსაღი თბილისი და მწვანე ეკონომიკის სტიმულირება.

ეკოლოგიური პოლიტიკის მიმართულებები საზოგადოებას დეტალურად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემაია ბითაძეგააცნო.

ბითაძის თქმით, მმართველი გუნდი სოციალური განვითარებისთვის, ჯანსაღი გარემოსთვის, ეკონომიკის სტიმულირებისთვის მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ის მიზნები განხორციელდეს, რაც ეკოლოგიურ სტრატეგიაშია მოცემული.

მისივე განმარტებით, სტრატეგია დაყოფილია სამ ძირითად მიმართულებად - ეს არის დედაქალაქში დაბინძურებისგამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა, გამწვანებისა და რეკრეაციული ტერიტორიების სივრცეების მოწესრიგება და აღნიშნულ პროცესში მოქალაქეების ჩართულობა.

„საზოგადოების ჩართულობა და ინფორმირებაიქნება გამჭოლი ხაზი ნებისმიერ საქმიანობაში, რომელიც გარემოს დაცვის საკითხში გადაწყვეტილებებს შეეხება.ეს ქვაკუთხედი მოქცეული იქნება ორ მთავარ ჩარჩოში - ეს არის ჯანსაღი გარემო სოციალური განვითარებისთვის და საზოგადოების ჩართულობა ჯანსაღი გარემოსთვის“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ბითაძის განცხადებით, დაგეგმილია თანამედროვე სერვისებისდანერგვა, რომელიც მოქალაქეებს გაუმარტივებს წვდომას სხვადასხვა მომსახურებაზე, მათ შორის, გარემოს დაცვის საკითხებისადმი მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში.

მისივე თქმით, სისტემაში ასევე დაინერგება სიახლე, რაც გულისხმობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ურბანული განვითარების გავლენის წინასწარ შეფასებასდა გადაწყვეტილების შემდგომ მიღებას.

„ჩვენი გუნდის ერთ-ერთიმთავარი პრიორიტეტი ასევე, იქნება სხვადასხვა ინოვაციისა და მწვანე პროექტის წახალისება. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ნარჩენი მხოლოდ ნარჩენია და არაპროდუქტი, რომელსაც მისი გადამუშავების შემდეგ მივიღებთ.ეს პროცესი შექმნის დამატებით ახალ სამუშაო ადგილს და ხელსშეუწყობს მწვანე ეკონომიკის განვითარებას. ასევე, ვიმუშავებთ გარემოსთვის მიყენებული ზიანის დაკომპენსირებაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ დაკარგული ეკოსერვისები დავაკომპენსიროთ გარკვეული ფონდების შექმნით და ესეც მივმართოთ ქალაქის ეკოლოგიური განვითარებისკენ“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100