რეპერ ჯეი ზის დედა საკუთარ არატრადიციულ ორიენტაციაზე ალაპარაკდა
მას შემდეგ, რაც რეპერმა ჯეი ზიმ თავის სიმღერაში "Smiles" ტექსტით მიანიშნა საზოგადოებას, რომ დედა ლესბოსელი ჰყავს (ფრაზა ასე ჟღერს: „დედაჩემს ოთხი შვილი ჰყავს, თუმცა ის ლესბოსელია“), მომღერლის დედამ გლორია კარტერმა გადაწყვიტა, საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე საჯაროდ განეცხადებინა.
"D’USSE Friday" -სთან მიცემულ ინტერვიუში გლორიამ ის მომენტი გაიხსენა, როდესაც ჯეი ზის თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ გაუმხილა: „მე ჩემს შვილს ვუთხარი, თუ ვინ ვიყავი სინამდვილეში, ვუთხარი, რომ მხოლოდ მისი დედა არ ვიყავი, მე ასევე ვიყავი პიროვნება. მან ტირილი დაიწყო და მიპასუხა, რომ ჩემი ცხოვრება საშინელება ყოფილა. ამაზე მე ვუპასუხე, რომ საშინელი ცხოვრება არასდროს მქონია, უბრალოდ ჩემი ცხოვრება განსხვავებული იყო“.
გლორია მაშინ დაშორდა ქმარს, როცა ჯეი ზი ხუთი წლის იყო. ამის შემდეგ მარტომ გაზარდა ოთხი შვილი და არავინ იცოდა თუ რა ხდებოდა მის პირად ცხოვრებაში.
კომენტარი