ფოტოები, რომლებიც აქამდე არავის უნახავს - ჯორჯ მაიკლი გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე. მომღერლის ცნობა შეუძლებელია
ბრიტანელი მომღერალი ჯორჯ მაიკლი 53 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. დღეს ინტერნეტში მომღერლის უახლესი ფოტოები გავრცელდა, რომელიც გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე არის გადაღებული. 2011 წელს მაიკლმა გადაიტანა მწვავე პნევმონია, რომლის გამოც კინაღამ ხმა დაკარგა. ავადმყოფობის შემდეგ საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებოდა და კონცერტებზეც ნაკლებად გამოდიოდა. უკანასკნელად 2012 წელს ლონდონში გამართულ კონცერტზე გამოვიდა, ამის შემდეგ იგი სცენაზე ვეღარ იხილა მსმენელმა. დადიოდა ჭორები, რომ ჯორჯ მაიკლი ახალი ალბომისა და ტურნესთვის ემზადებოდა, ამის პარალელურად პრესა აქტიურად წერდა მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. ბოლოს იგი სექტემბერში გამოჩნდა საზოგადოებაში და თაყვანისმცემლებმა აქტიურად დაიწყეს საუბარი მომღერლის წონის შესახებ. გასულ წელს კი შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა რეაბილიტაციას, რათა ნარკოტიკებისთვის დაენებებინა თავი და პარალელურად სხვადასხვა დაავადებებსაც ებრძოდა.
კომენტარი