სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯორჯ კლუნი მალე იტალიის სასამართლოს წინაშე წარსდგება

ცნობილი მსახიობი ჯორჯ კლუნი მალე იტალიის სასამართლოს წინაშე წარსდგება. მსოფლიო მასშტაბით ცნობილი მსახიობი, ქალთა გულების მპყრობელი და უცებ სასამართლო პროცესი? თუმცა, ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც თქვენ გეგონათ. მსახიობს ბრალი არაფერში მიუძღვის. ის უჩივის ტანსაცმლის ბრენდს, რომელიც მისსავე სახელს ატარებს.

GC Exclusive ასე ეწოდება ბრენდს, რომელიც იტალიელი დიზაინერების მიერ, რამდენიმე წლის წინ შეიქმნა. დიზაინერები ირწმუნებოდნენ, რომ მათი მარკის მთავარი დიზაინერი ჯორჯ კლუნი იყო. მსახიობს კი, ამ ამბავთან არანაირი შეხება არ ჰქონია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100