მიკ ჯაგერის შეუდარებელი ჯგუფი ახალ ალბომს სექტემბერში გამოუშვებს
„The Rolling Stones“-ის ყოფილი წევრის, მიკ ჯაგერი ახალი ჯგუფი, „Super Heavy“ სადებიუტო ალბომს მიმდინარე წლის სექტემბერში გამოუშვებს, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი. მიუხედავად ამისა, უკვე ცნობილია, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში ალბომზე კომპანია „Universal Music“ იმუშავებს.
ალბომის პირველი სინგლი, „Miracle Worker“ იქნება. ამ სიმღერაზე ვიდეო რგოლსაც გადაიღებენ. ჯაგერის ახალი პროექტის შესახებ ინფორმაცია, მიმდინარე წლის მაისში გავრცელდა. ამასთანავე გაირკვა ჯგუფის სხვა წევრების ვინაობაც. ესენია: დუეტ „Eurythmics“-ის წევრი, დეიზ სტუარტი, ბობ მარლის ვაჟი, დემიანი, მომღერალი ჯოსს სტოუნი და ინდოელი კომპოზიტორი, რახმანი, რომელიც ცნობილია ფილმის, „მილიონერი ჯურღმულებიდან“ მუსიკალური რგოლის საშუალებით. მან ასევე ფილმი, „127 საათი“ უზრუნველყო მუსიკალური ჭრებით.
კომენტარი