რას ეძებდნენ ქეით მიდლტონის მობილურში?
კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი იმ ცნობილ ადამიანთა სიაში მოხვდა, ვინც მობილური ტელეფონებისა და საბანკო ანგარიშების გატეხვის მსხვერპლი გახდა. ამ საქმით ვინმე ჯონათან რიზი იყო დაკავებული. ის პოლიტიკოსებსა და სამეფო ოჯახის წევრებს იმ ინფორმაციის მოსაპოვებლად უთვალთვალებდა, რომელსაც შემდგომ რუპერტ მერდოკის გამომცემლობას News Internationa-ს აწვდიდა.
ჯონათან რიზი ამ საქმით 2006 წლიდან იყო დაკავებული. მან დაიქირავა ხაკერები, რათა მოეპოვებინა ინფორმაცია ბრიტანული დაზვერვის სამსახურიდან, რომელიც ირლანდიელი ტერორისტების საქმით იყო დაკავებული.
შემდგომ რიზმა თავისი სია უფრო სახალისო გახადა. მის აქტივში არიან ტონი ბლერი, მიკ ჯაგერი, ერიკ კლეპტონი და ჯთრჯ მაიკლი. დღეს ვარაუდობენ, რომ მან საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია ქეით მიდლტონს მობილურიდან მოპარა და ეს მაშინ გააკეთა, როცა ქეითისა და პრინც უილიამსის ურთიერთობა მხოლოდ იწყებოდა.
კომენტარი