40 წლის კლაუდია შიფერი ისევ პოზირებს
სუპერმოდელობა პროფესია არაა, ეს ცხოვრების სტილია და ამის ნათელი მაგალითია კლაუდია შიფერი. 40 წლის ასაკის მიუხედავად ის ახალგაზრდა მოდელებისათვის ისევ სამაგალითოა. 3 შვილის დედამ და ბიზნეს-ლედიმ ჟურნალ “Harper’s Bazaar”-ისათვის გაიხადა და დაამტკიცა, რომ ისევ ლამაზი და შეუდარებელია. მის ასაკში ბევრი მოდელი ასეთ თამამი ნაბიჯის გადადგმისგან თავს იკავებს, თუმცა სწორედ სითამამეა ის მთავარი თვისება მთავარი, რომლის წყალობითაც კლაუდია შიფერის ფოტოები ყოველთვის მშვენიერი და ეროტიულია. მან შეძლო შეენარჩუნებინა ფორმა. ფოტოსესიაზე კლაუდია შიფერი თავისივე ბრენდის ერთ-ერთი სამოსით წარსდგა.
კომენტარი