თურქული კინოს ქართველი ვარსკვლავი. თქვენ მას იცნობთ სერიალიდან დიდებული საუკუნე
ნებაჰათ ჩეჰრე თურქი კინო და ტელემსახიობი, მოდელი და მომღერალი. მამის მხრიდან, ნებაჰათ ჩეჰრეს ქართული ფესვები აქვს, დედამისი კი ლაზი გახლდათ.
დაიბადა 1944 წელს აჭარელი მუჰაჯირის, იურისტ იზეთ ჩეჰრეს ოჯახში. მამა გარდაეცვალა 5 წლის ასაკში და დედასთან ერთად სამსუნიდან სტამბოლში გადავიდნენ საცხოვრებლად.
1960 წელს, 15 წლის ასაკში მიიღო „მის თურქეთის“ ტიტული. 1962 წლიდან დღემდე გადაღებულია უამრავ ფილმსა და სერიალში. ქართველი მაყურებელი მას იცნობს სერიალიდან „დიდებულ საუკუნე“ სადაც ის ვალიდე-სულთნის აიშე ჰაფსა სულთანის როლს ასრულებს.
კომენტარი