სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვლადიმირ პუტინს საჯაროდ და პირდაპირ ეთერში პუბლიკამ პირველად დაუსტვინა (ვიდეო)

„ეხო მოსკვის“ ცნობით, პირველად მოხდა, როცა ვლადიმირ პუტინს პუბლიკამ საჯაროდ დაუსტვინა. ეს სპორტკომპლექს „ოლიმპიურში“ მოხდა, სადაც რუსეთის პრემიერი მოკლე სიტყვით გამოვიდა მას შემდეგ, რაც რუსმა მოკრივემ ფიოდორ ემელიანენკომ ამერიკელი ჯეფ მონსონი დაამარცხა. რინგზე ვლადიმირ პუტინის გამოსვლას ტრიბუნებიდან ყვირილი და სტვენა მოჰყვა. ვლადიმირ პუტინის გამოსვლა ფედერალური არხის პირდაპირ ეთერშიც გადაიცემოდა. სპორტკომპლექსის ხელმძღვანელობამ უკმაყოფილო სტვენა არა პუტინს, არამედ იმას დაუკავშირა, რომ პუტინის გამოსვლის დროს დარბაზიდან ჯეფ მენსონი გაჰყავდათ, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო.

ბმული ვიდეოზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100