"სული მეწვის დეის გულო...ცხოვრება დამთავრდა, რა ვუთხრა რით ვანუგეშო შენი გაუბედურებული მშობლები" - შატილში დაღუპული ხატია ზაალიშვილის დეიდის ემოციური წერილი
შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი გოგონას დეიდა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„რა მწარეა დეის გულო ამ ტკივილის გაძლება, უშენობა დეი. მიხაროდა, რომ მირეკავდი და მეძახოდი – დეი მომენატრეო.
წახვედი და დამტოვე შენი ღიმილის, სითბოს და ჩახუტების გარეშე. სული მეწვის დეის გულო. ცხოვრება თითქოს დამთავრდა, რა ვუთხრა რით ვანუგეშო შენი გაუბედურებული მშობლები, შენი საამაყო ძმა, ან შენი ნამცეცა…
შენ ხომ უზომოდ გიყვარდა სიცოცხლე, შენ ხომ ყოველთვის მეუბნებოდი, რომ ჩემი დემეტრეს გამო ყველაფერს გავაკეთებო.
მტკივა იმის გაფიქრება, რომ ჩამოვალ და აღარ დამხვდები.
მინდა გულში ჩაგიკრა, როგორც ყოველთვის და გითხრა, რომ ჩემი გული და სული ხარ. ვაიმე, მინდა ვიყვირო და ვიღრიალო, რომ ჩემი ფერია აღარ მყავს.
იქნებ გაიგონო დეი, იქნებ დამიძახო და მითხრა, რომ მოგატყუესო დეი,” – წერს ხატია ზაალიშვილის დეიდა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა, შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო სამი მათგანი კლინიკაში იმყოფება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
კომენტარი