კოსმიური ვულკანის საიდუმლო
ამერიკელმა სწავლულებმა იუპიტერის თანამგზავრის ზედაპირის ქვეშ ლავის უზარმაზარი ზღვა აღმოაჩინეს. ლავა გამდნარ ან ნახევრადგამდნარ მდგომარეობაშია. მის შემადგენლობაში განსაკუთრებული მაგმატიკური ნივთიერება აღმოჩნდა, რომელიც დედამიწაზეც გვხვდება და, რომელსაც ელექტროდენის დაგროვება და გადაცემა შეუძლია.
ლავის ნაკადს შეუძლია უამრავი ვულკანი გამოკვებოს. ამ ჰიპოთეზის შესახებ, რომელიც კალიფორნიის, სანტა-კრიუსისა და მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა წამოაყენეს, ამერიკის აეროკოსმიური სააგენტო NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორია იტყობინება.
ამასთან, მეცნიერები აცხადებენ, რომ ლავის მიწისქვეშა ზღვა, რომლის სისქეც 50 კილომეტრს აჭარბებს, პირველად აღმოჩნდა. დედამიწისგან განსხვავებით, იუპიტერის თანამგზავრის ვულკანები მის მთელს ზედაპირზე თანაბრად არის განლაგებული. მისი ზედაპირის ზემოთ ყოველწლიურად 100-ჯერ მეტი ლავა ამოიფრქვევა, ვიდრე დედამიწის ერთად აღებული ყველა ვულკანიდან.
"როგორც იქნა, გავიგეთ, თუ საიდან წარმოიშობა ლავა",_აცხადებენ მეცნიერები.
კომენტარი