რატომ დააკავეს იტალიაში საქართველოს მოქალაქე?
იტალიელმა სამართალდამცველებმა, ნარკოტიკით ვაჭრობის ბრალდებით, ქართველი მამაკაცი დააკავეს.
ადგილობრივი მედია წერს, რომ აყვანილი 34 წლისაა, თუმცა მისი ვინაობა
ამ დროისთვის არ სახელდება. ეჭვმიტანილი იმ დროს დააკავეს, როდესაც ქუჩაში
ნარკოტიკულ ნივთიერებას ყიდდა.
ჩხრეკისას ამოიღეს 5 გრამამდე ჰერონი და ჰაშიში. დაკავებული იტალიაში, სავარაუდოდ,
არალეგალურად იმყოფება. სასამართლო პროცესი 3 ივლისსაა ჩანიშნული.
კომენტარი