სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გახარიას გუნდი ამბობს, რომ 20 ივნისს ხალხის თვალების დათხრაზე პასუხისმგებელი ნიკა მელიაცაა

გახარიას გუნდი ამბობს, რომ 20 ივნისს ხალხის თვალების დათხრაზე პასუხისმგებელი ნიკა მელიაცაა - ყოფილი პრემიერი გუნდი იერიშზე გადადის. სააკაშვილის შემდეგ ახლა უკვე რიგში ნიკა მელიაა.

გახარიას თანამოაზრეები, ფიქრობენ რომ 20 ივნისის სააქმზე პასუხისმგებლობა "ნაცმოძრაობის" ყოფილ თავმჯომარესაც ეკისრებაა. პარტია "საქართველოსთვის" წევრს ბექა ლილუაშვილს არ მოსწონს, როდესაც მხოლოდ მათ ლიდერზე საუბრობენ და ამბობს, რომ გახარიაზე კითხვების დასმა უსამართლოა.

რომელი დანაშაული იცით გიორგი გახარიასი, რომელზეც მტკიცებულება გაქვთ? როგორ შეიძლება მაკო გომური მტკიცებულებად გამოიყენოთ გახარიას ნაწილში? იგივე კითხვას პასუხისმგებლობის ნაწილზე მელიას დაუსვამთ ხვალ, ვისი თაოსნობითაც ადამიაენბი შევიდნენ იმ მძიმე მოცემულობაში, რასაც ერქვა შტურმი, რაზეც სტრასბურგმა ასევე დაწერა, რომ ეს შტურმი იყო ორგანიზებული მელიას მიერ და საფუძვლიანად იყო დასაჭერი. გეკიტხებით, ამ კითხვას მელიას დაუსვამთ? არც გახარიას არ დაუთხრია თვალები. ვინ დათხარა არ იცით? 20 ივნისს რომ იხვევთ თითზე, ასე ცალმხირვად არ შეიძლება", - ამბობს ბექა ლილუაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100