სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჩემი უფროსის ცოლთან სექსი მქონდა. ის ახლა ორსულადაა და შესაძლოა ბავშვს ჩემგან ელოდებოდეს“ - ახალგაზრდა მამაკაცის გულახდილი წერილი

ეს წერილი უცხოურ გამოცემაში დაიბეჭდა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა, ძირითადად ნეგატიური. გთავაზობთ წერილის თარგმანს:

„მე ავტომობილების სახელოსნოში ვმუშაობ, ჩემი უფროსის ცოლი კი ბიბლიოთეკაში. მე 23 წლის ვარ, ის 40-ის და ძალიან ლამაზია. ერთ საღამოს მარტო შემოვრჩი სახელოსნოში და ისიც მოვიდა. ყავის მომზადება დაიწყო... თვალს ვერ ვაშორებდი, რადგან ძალიან მიმზიდველი იყო, გამომწვევად ეცვა.

შეატყო, რომ სხვანაირად ვუყურებდი. მოსასვენებელ ოთახში გავედით ყავის დასალევად და სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობდით. ამასობაში ნელ-ნელა მიახლოვდებოდა, მუხლზე ხელს მისვამდა, შემდეგ თავისი ფეხები ჩემს ფეხებს შორის მოათავსა და ხელები მკლავებზე მომიჭირა. გულის ცემა ამიჩქარდა, მაგრად მოვეხვიე წელზე და მკერდზე მივიხუტე. ძალიან ვნებიანად დაიწყო ჩვენი ინტიმური აქტი. თავიდან ნელა ვკოცნიდით ერთმანეთს, შემდეგ ცეცხლი გაღვივდა და ჩქარი და გიჟური სექსი გვქონდა.

ყველაფერი რომ დასრულდა, ვერც ერთი ვიღებდით ხმას, მხოლოდ დავკეტეთ სახელოსნო და უხმოდ წავედით სახლში. ამის შემდეგ ყველაფერი ჩვეულებრივ გაგრძელდა, ან რატომ არ უნდა გაგრძელებულიყო - მას მოსიყვარულე ქმარი და სამი შვილი ჰყავს. ბავშვები ხშირად მოდიან სახელოსნოში მამასთან.

ჩემს უფროსს ვერაფერი ვუთხარი, მიუხედავად იმისა, რომ სინდისი მაწუხებდა ძალიან. ძალიან კარგი ადამიანია და არ იმსახურებდა იმედგაცრუებასა და გულისტკენას.

ერთ დღეს ჩემი უფროსი გახარებული და ამავდროულად გაკვირვებული მოვიდა სამსახურში, თქვა, რომ მისი მეუღლე ორსულადაა. აღნიშნა, რომ ეს მისთვისაც და მისი ცოლისთვისაც ზედმეტად მოულოდნელი აღმოჩნდა. ერთ წამში ათასმა აზრმა გამიელვა თავში. ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა ბავშვი ჩემი ყოფილიყო. შემდეგ გამახსენდა, როგორი ბედნიერი წყვილის შთაბეჭდლებას ტოვებენ და ვხვდები, არ ღირს იმის გახმაურება, რომ ჩვენ სექსი გვქონდა. თუმცა, მეორე მხრივ, ვერ ვხვდები, იმ ღამით რატომ მოვიდა ჩემთან და რატომ მოუნდა ჩემი ალერსი?..

ვფიქრობ, წამოვიდე სამსახურიდან და საერთოდ გავწყვიტო კონტაქტი ამ ოჯახთან, სანამ ბავშვი დაიბადება, რადგან მერე ზუსტად ვიცი, შემიყვარდება პატარა, თან ეჭვები არ მომასვენებს და შეიძლება ხმამაღლა განვაცხადო, რომ ახალშობილის სავარაუდო მამა მე ვარ“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100