უბედური შემთხვევა გორში - 21 წლის სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა
უბედური შემთხვევა გორში - 21 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მძიმეა კიდევ 2 ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობაც.
დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები და მათი სტუმარი არიან. ისინი სახლში მისულმა დიასახლისმა უგონო მდგომარეობაში იპოვა. ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ.
კომენტარი