დაუბერგავი მინიმუმის თანხების დაუფლების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი,
განსაკუთრებით დიდი
ოდენობის თანხის
დაუფლების ფაქტზე
დანაშაულებრივი ჯგუფის
წევრები დააკავეს.
საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურთან ერთად, გამოავლინა
სქემა,
რომლის ფარგლებშიც დაკავებული არიან მოქალაქეები: ნანა მენთეშაშვილი, ზურაბ ვაჩეიშვილი, გრიგოლ ძაგანია და ლევან შურღაია, ხოლო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს სალომე დევაძე, ნიკოლოზ ვეკუა, ელეონორა გიორგაძე, ნანი კობახიძე და ვასილ გაბუნია.
გამოძიებით დადგენილია, რომ ფაქტობრივად არაფუნქციონირებადი
საწარმო -
შპს
"პრო
მაშინი"-ს ბუღალტერი ნანა მენთეშაშვილი, მისი ყოფილი მეუღლე გრიგოლ ძაგანია და მათი მეგობარი ზურაბ ვაჩეიშვილი ე.წ. "დაუბეგრავი მინიმუმის"
პროგრამის
ამოქმედების
შემდეგ განზრახ, ყალბი მონაცემების შეტანით აკორექტირებდნენ
საწარმოს გასული წლის დეკლარაციებს, რითაც ფიქტიურად დასაქმებულად აჩვენებდნენ საქართველოს ათასობით მოქალაქეს.
"ამის
შემდეგ, ამ მოქალაქეების სახელით, შემოსავლების სამსახურის ვებ.გვერდიდან აგზავნიდნენ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციებს და ამ გზით ბიუჯეტიდან უკანონოდ იღებდნენ ე.წ. "დაუბერგავი მინიმუმის"
სახელმწიფოს
კუთვნილ თანხას. საერთო ჯამში, ბიუჯეტისათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 419
095 ლარი",
- აცხადებენ
საგამოიებო
სამსახურში.
მათი ცნობით, გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით.
კომენტარი