სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკომენტარო ფოტო: მიხეილ სააკაშვილი პარლამენტისთვის ანგარიშის წარსადგენად ემზადება

„ფეისბუქზე“ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ფოტო, სადაც საკუთარ სამუშაო კაბინეტში მყოფი მიხეილს სააკაშვილია აღბეჭდილი. „საქართველოს პრეზიდენტს თავის ყოველწლიურ ანგარიშში ბოლო შესწორებები შეაქვს“ – იუწყება ფოტოს კომენტარი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით დღეს, 20 საათზე წარსდგება. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა 25 გვერდიანია და ის დაახლოებით 50 წუთს გაგრძელდება. ეს საქართველოს პარლამენტის წინაშე პრეზიდენტის მეათე გამოსვლა იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100