"ვირტუალური მოწმეების თვალწინ გამოასალმეს სიცოცხლეს" - კაცი კონფერენცზარის დროს მოკლეს
ნიუ-იორკის პოლიციამ დააკავა მკვლელობაში ეჭვმიტანილი, რომელმაც 72 წლის მამა, კონფერენცზარის მიმდინარეობისას, ვირტუალური მოწმეების თვალწინ მოკლა, - ამის შესახებ Nbcnews-ი წერს.
შეტყობინება დანაშაულის შესახებ 911-ზე კონფერენცზარის სხვა მონაწილეებისგან შევიდა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი ტომას სკალი-პაუერსი გაქცევას შეეცადა, მაგრამ პოლიციამ მალე დააკავა და მეორე ხარისხის მკვლელობის ჩადენის ბრალდება წარუდგინა.
კომენტარი