სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დარწმუნებული ვარ და ვგრძნობ, რომ ვირუსი მაქვს, მაგრამ მაინც ვაპირებ აღდგომის ღამეს ეკლესიაში წასვლას"

"აღდგომის" ლიტანიობაზე წასვლაზე თავის შეკავებისკენ მოწოდებამ სამღვდელოების ერთი ნაწილი გააღიზიანა. საპატრიარქომაც თქვა, რომ ლიტურგია აუცილებლად გაიმართება.


აზრი საზოგადოებაშიც გაიყო, ერთნი იძახიან, რომ მთავრობას და ექიმებს უნდა დავუჯეროთ და დავრჩეთ სახლში, რადგან შედეგი იქნება ძალიან მძიმე და კუბოები არ გვეყოფა, თუმცა ისეთებივ გამოერივნენ საზოგადოებაში, როგორიც ამ კომენტარის ავტორია:

"ეს არ ვიცი რამდენად შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ ერთი ის ვიცი, რომ ორი კვირაა სიცხე მაქვს, არცელ ერთი დღე არ ჩამიგდია, მაქვს ასევე ჰაერის უკმარისობა, სახსრებშიც ვგრძნობ უმნიშვნელო სისუსტეს, თუმცა გაუსაძლისი არ არის. დარწმუნებული ვარ და ვგრძნობ, რომ ვირუსი მექნება. თუმცა მაინც ვაპირებ აღდგომის ღამეს წასვლად ეკლესიაში". - წერს ერთ-ერთი ფეისბუკ მომხმარებელი.

დრონი. ჯი კომენტარის ავტორის ვინაობას შეგნებულად არ აჩენს ფოტო-სქრინზე, რადგან, არ უნდა თავდასხმის ობიექტი გახდეს. როგორც ჩანს, საზოგადოების შეგნება ჯიბრზე გადის, რასაც მიკრძალავ იმას გავაკეთებ პრინციპით. უბედურება კი ისაა, რომ ასეთი ადამიანები ათასობით გაზრდიან ვირუსის მატარებელთა რიგებს. #დარჩისახლში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100