სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოდელი წყალში იმ დროს დაიხრჩო, როდესაც ტალღებიდან თავისი ძაღლის გამოყვანას ცდილობდა

37 წლის ბრაზილიელი მოდელი კაროლინა ბიტენკურტმა სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა - ის სანაპიროზე თავის მეუღლესთან და ორ ძაღლთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ტალღამ ერთ-ერთი ოთხფეხა მეგობარი გასტაცა, კაროლინა კი ძაღლის გამოსაყვანად წყალში შევიდა - წერს გამოცემა Daily Mail.

ძლიერი ქარის გამო ტალღები უფრო და უფრო ძლიერდებოდა, მოდელს კი მათგან თავის დაღწევა გაუჭირდა. ბიტენკურტის მეუღლემ ხორხემ ცოლის გამოსაყვანად წყალში შეცურა, თუმცა ვეღარ უშველა. საბოლოოდ ცხედარი მაშველებმა გამოიტანეს ნაპირზე.

მოდელის ინსტაგრამს თუ გადავხედავთ, მას უამრავი ფოტო აქვს თავის საყვარელ ცხოველებთან ერთად გადაღებული, ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ მათ გამო თავის გაწირვაც შეეძლო. კაროლინას ერთი შვილი, 17 წლის იზაბელი დარჩა. ხორხესთან კი 2019 წლის იანვარში შეუღლდა და მათმა ბედნიერმა თანაცხოვრებამ სულ სამ თვეს გასტანა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100