ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციას: "ჩვენს შორის მტყუანის დედას შე...ცი"
„ჩვენ შორის მტყუანის დედას შე...ცი“ - ამ სიტყვებით მიმართა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენელს. სხდომაზე დაპირისპირება ირაკლი კაკულიას მიერ წარდგენილი ანგარიშის კრიტიკას მოჰყვა.
მერის 2018 წლის ბიუჯეტის ანგარიში ოპოზიციამ უარყოფითად შეაფასა. მათი თქმით, ქალაქში მძიმე სოციალური მდგომარეობა და კორუფციაა. არ ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც კეთდება, ყველაფერი უხარისხოა და ხელახალი რეაბილიტაცია სჭირდება.
„ის ყველაფერი, რაც ხდება ქალაქში, არის მისი მერობის დროს ჩადენილი და გაჩერებული და გაფლანგული ეს თანხები და კრიტიკას როცა ეუბნები მას ჰგონია, რომ ეს პირადული და ამას ყველაფერს მოჰყვა ეს ყველაფერი. ის უბრალოდ არის მატყუარა, ჭორიკანა, უნიათო მერი და პატარა კაცუნიაა“- განაცხადა ფოთის საკრებულოს წევრმა „ევროპული საქართველოდან“ ვახტანგ დარცმელიძემ.
კომენტარი