ნინო ბურჯანაძე: "თუ ხელისუფლება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს, სერიოზულ წინააღმდეგობას მიიღებს"
თუ ხელისუფლება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს, სერიოზულ წინააღმდეგობას მიიღებს, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს საღამოს ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა.
ბურჯანაძის თქმით, კონსტიტუციის 24-ე მუხლი აქციის მონაწილეებს უფლებას აძლევს, ნებისმიერ ადგილას შეიკრიბონ, სადაც მათ მოესურვებათ, შესაბამისად, ხელისუფლების მხრიდან მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენება უკანონო იქნება. მისივე განცხადებით, რუსთაველის გამზირზე "კუნთმაგარი და გულანთებული ბიჭები" საკმაოდ დგანან იმისთვის, რომ ძალადობას შესაბამისი პასუხი გასცენ.
კომენტარი