თინა მახარაძე ქართულ ჰომოფობიას და ტრადიციებს თავისებურად “დასცინის“
თინა მახარაძე ქართულ ჰომოფობიას და ტრადიციებს თავისებურად “დასცინის“
მსახიობი ფეისბუქზე კითხვას სვამს, მას აინტერესებს რა წარმოდგენა აქვთ ქართველებს „ლგბტ“ საზოგადოების წევრებზე, აი რას წერს თინა:
ვთქვათ,თქვენ ხართ
საშუალო სტატისტიკური ქართველი
და სტუმრად ოჯახში
გეწვიათ გეი.რა
აზრი გაგკრავთ პირველად
თავში:
ა) "დღეს სტუმარია
ის ჩემი,თუნდ
ზღვა ემართოს სისხლისა."
ბ)"აღვიღო ასტამი,
და ვხეთქნო მას
თავსა, და ჩავფლა, და
თუალი ერთი დაუბუშტო;
და მჯიღითა ვსცემდე
პირსა მისსა უწყალოდა
და თმითა მიმოვითრევდე,
ვითარცა მჴეცი მძჳნვარჱ
ვყიოდე და ვიზახდე ვითარცა
ცოფი."
გ)"დაუკარით ძველებური
ლოთიანი,თორემ დარდი ღრუბელივით გასივდება."
დ) "და მეგობარიც ხანდახან უთუოდ მოვა,თუ ელი,დავლიეთ-გაგიხარია,ვამაყობ საქართველოთი!"
ე) როგორც პატრიარქი გადაწყვეტს.
ოღონდ მართლა მაინტერესებს.
როგორც ჩანს თინას ამ „განცხადებას“ იზიარებენ მისი ფეისბუქ მეგობრებიც, სტატუსს 50 მოწონება აქვს. იქვეა კომენტარებიც, აი რას წერენ თინა მახარაძის მეგობრები კომენტარებში:
1.მამაჩემი არს საშუალო სტატისტიკური ქართველი და ოჯახში ჩვეულებრივად იღებს ყველას ორიენტაციისდამიუხედავად. კაქი მამა მყავს ^-^
2. არ დავდივარ მე სტუმრად საშუალო სტატისტიკურ ქართველებთან...
3.რა თქმა უნდა ქ, მაგრამ დროზე შევიყვანდი სახლში, სანამ რომელიმე მამაო ან ქართველი „ტრადიციების“ დამცველი ვაჟკაცი არ გამოგვაკიდებოდა და აასრულებდა ბ ვარიანტს.
4. მეზობლებმა არ დაგინახონ ჩუმად გადი.
5. ქართული რეალობიდან გამომდინარე ჭეშმარიტი პასუხი არის ე) :((((((((
6. ასეთ ფაქტს შევესწარი: სტუმრად ვიყავი , მოვიდა გეი, შემდეგ მოვიდა იქ მყოფი ქალბატონის ქმარი, სპეცნაზელი, ვირი ბიჭი, ისე აშკარად დაუწყო ჩალიჩი ამ გეის სულ დაავიწყდა ცოლი და იქ მყოფები, ასე რომ, შეუცნობელია გზანი უფლისა.
7.'' მკლავზე ნუ გადაიგორებს '' ჩემ ქმარს და სად , ვისთან როგორც უნდა ისე ''ქნას'' ეს ხუმრობით დააა ეს რა კითხვაა ?? კითხვა - პასუხის არსსა და დანიშნულებას ვერ ჩავწვდი მე მაპატიეთ სჯობია გაგეცალოთ.
კომენტარი