სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ფეისბუქის“ პროფილის ფოტო და თქვენი ხასიათი: იპოვე შენი თავი

"ფეისბუქზე" განთავსებული ავატარის მფლობელის ხასიათის თავისებურებებზე პროფესიონალი ფსიქოლოგები გვესაუბრებიან.

ავატარი იმის განსახიერებაა, რასთან აკეთებს ადამიანი საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ან როგორად უნდა დაინახოს საკუთარი თავი. თუ ავატარისთვის საკუთარი ფოტო აქვს ადამიანს არჩეული, მხოლოდ და მხოლოდ ის, რომელზეც საკუთარი თავი ყველაზე მეტად მოსწონს.

თითოეულ ადამიანს სუბიექტური წარმოდგენა აქვს საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებზე. ეს ეხება როგორც გარეგნობას და ხასიათს, ასევე მის შესაძლებლობებს. ავატარი ყოველთვის ხაზს უსვამს ან მეტაფორულად ასახავს ადამიანის ყველაზე მომგებიან თვისებებსა თუ ნაკვთებს, თუნდაც ეს ფოტო კი არა, ნახატი იყოს.

ფოტო მსხვილი კადრით ადამიანის მაქსიმალურად გახსნილობაზე მეტყველებს. ხოლო თუ ფოტო საერთო და არა მსხვილი კადრით არის გადაღებული, შეიძლება ვიმსჯელოთ ადამიანის ჩაკეტილობაზე, დისტანციურობაზე ან კომპლექსებზე, რომელიც გარეგნობასთან არის დაკავშირებული.

თუ თქვენს ფოტოზე ახალი ნაცნობია გამოსახული, თანაც მარტო კი არა, მეგობრების კომპანიასთან ერთად, ეს იმაზე მიუთითებს, რომ თქვენ თავს კონტაქტურ ადამიანად აჩენთ ან სინამდვილეში ასეთი ხართ: თქვენ გიჭირთ მარტო ყოფნა და თავს კომფორტულად მხოლოდ მეგობრების გარემოცვაში გრძნობთ. სავარაუდოდ, "ფეისბუქზე" დიდ აქტიურობას იჩენთ და თქვენს კედელზე გამუდმებით ჩნდება ფოტოები სხვადასხვა გასართობი ადგილიდან. თქვენთვის მთავარია – ურთიერთობა. სწორედ ეს არის თქვენი ცხოვრება.

ფოტოების ხშირი ცვლა ორი მიზეზით ხდება. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ძალიან არიან დამოკიდებულები საკუთარ ხასიათზე. ასე რომ, ხასიათის ცვალებადობასთან ერთად იცვლება ადამიანის შინაგანი სამყაროც, რაც ახალი ავატარის დაყენების მოთხოვნილებას აჩენს.

მეორე მიზეზი მთავარი ფოტოს ხშირი გამოცვლისა, შესაძლოა იყოს საკუთარი თავით გადაჭარბებულად ტკბობა და ნარცისიზმისკენ მიდრეკილება: სამყარო ამ დროს აღიქმება, როგორც სარკე, რომელშიც დაუსრულებლად გინდათ, რომ იყუროთ.

თუ მთავარ ფოტოდ პორტრეტი გაქვთ ატვირთული, თქვენ მიზანდასახული პიროვნება ხართ, რომელსაც თვითრეალიზების პრობლემა არ აქვს.

ის, ვინც საკუთარი ფიგურის დემონსტრირებას ახდენს სოციალური ქსელით, იმედოვნებს, რომ ასე იპოვის თავის მეორე ნახევარს, თუმცა ამას ხმამაღლა არასოდეს აღიარებს. არადა, მზად არის, ვირტუალური ნაცნობობა რეალურ ცხოვრებაში გადაიტანოს.

თუ ავატარად ცნობილი ადამიანის ფოტო გაქვთ ატვირთული, ეს არა მარტო ამ ვარსკვლავის მიმართ თქვენს სიმპათიას გამოხატავს, არამედ ამ იუზერპიკს შესაძლოა ჰქონდეს კიდევ ორი დატვირთვა – ამ გვერდის მფლობელი ან ამბიციურია, ან დისტანციას იჭერს "ფრენდებისგან".

ნახევრად შიშველი ლამაზმანი იუზერპიკზე – ეს იგივეა, რაც მორბენალი სტრიქონი "სასწრაფოდ მესაჭიროება მამაკაცი თვითდამკვიდრებისთვის. ასაკს, წონას, ხასიათს მნიშვნელობა არ აქვს".

"მე და ლექსუსი", "მე მოდურ კურორტზე", "მე და ვარსკვლავი" - მსგავსი ავატარები მხოლოდ და მხოლოდ თვითდამკიდრების ნიშანია.

"მე და ჩემი მამაკაცი" - ეს იგივეა, რაც მიაწერო "უყურეთ და შეგშურდეთ!" ის, ვინც საკუთარი გრძნობებს სოციალურ ქსელში უკეთებს დემონსტრირებას, როგორც წესი, საკუთარ თავში დარწმუნებული არ არის. მანამ მათ გვერდით მამაკაცი არ არსებობს, ისინი კი არ ცხოვრობენ, არამედ არსებობენ.

რაც უნდა საყვარელი ცხოველის, ბავშვის ან სხვა პატარა არსების ფოტო ჰქონდეს ამა თუ იმ პიროვნებას მთავარ ფოტოდ ატვირთული, იცოდეთ – სინამდვილეში მას უზარმაზარი მოთხოვნილება აქვს სიყვარულის, სითბოსი და მასზე ზრუნვის.

ფოტო ბავშვთან ერთად - როგორც ჩანს, ამ ადამიანს არ შეუძლია საკუთარი ცხოვრებით არსებობა. ის თვლის, რომ ამ ქვეყანას მხოლოდ იმისათვის მოევლინა, რომ დედა გამხდარიყო და შვილები გაეზარდა.

პეიზაჟებს მთავარ ფოტოდ სოციალურ ქსელში ირჩევენ ისეთი პიროვნებები, რომლებიც კალენდარში გამალებით ხაზავენ დღეებს, რომლებიც შვებულებამდე დარჩათ. ან ის ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ გამიჯნონ ბიზნესი პირადი ცხოვრებისგან.

სასაცილო, კურიოზული იუზერპიკის ავტორები ცდილობენ დაფარონ საკუთარი სევდა, თუმცა ეს არც ისე კარგად გამოსდით.

ის, ვისაც ავატარზე ფოტო საერთოდ არ უდევს, თვლის, რომ ვირტუალურ სამყაროში მას რეალური საფრთხე ემუქრება. მისთვის ფრაზა "თუ თქვენ პარანოია გაქვთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არავინ გითვალთვალებთ" სასაცილო სულაც არ არის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100