თიბისის მხარდაჭერით შატო ბუერას რთველის ფესტივალი გაიმართება
22 სექტემბერს, თიბისის მხარდაჭერით,
ლოპოტა სპა რეზორტი - შატო ბუერას რთველის ფესტივალს უმასპინძლებს.
რთველის ფესტივალი მრავალფეროვან
გასართობ-შემეცნებით აქტივობებს მოიცავს, დღის დასასრულს ფესტივალს მუსიკალურად ნიაზ
დიასამიძე და 33ა გააფორმებს.
ლოპოტას რთველის ფესტივალის პროგრამა
ასეთია:
- ყურძნის კრეფა შატო ბუერას ვენახებში
- ყურძნის დაწურვა შატოსთან მოწყობილ სპეციალურ საწნახელებში;
- ღვინის დეგუსტაცია;
- შატოს მდელოზე ქართული სამზარეულოს კერძების დაგემოვნება;
- მასტერკლასები;
- ნიაზ დასამიძის და 33ა-ს კონცერტი შატო ბუერას
წინ, ღია ცისქვეშ.
სპეციალურად თიბისი კონცეპტის
მომხმარებლებისთვის, 22 სექტემბერს, რთველის ფესტივალის დღეს - ლოპოტას ნომრებზე
15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.
ასევე, 15%-იანი ფასდაკლება გავრცელდება 21-22 სექტემბრის,
ვიქენდის ჯავშნებზე.
კომენტარი