უკრაინელმა სამხედრომ ხერსონის ოლქში მთავარი ხიდი ააფეთქა მტრის შესაკავებლად და თავადაც აფეთქდა
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო უკრაინელი ჯარისკაცის ფოტოს ავრცელებს, რომელმაც მათივე ინფორმაციით, ხერსონის ოლქში, მთავარი ხიდი ააფეთქა, რათა ოკუპანტი რუსების შესაჩერებლად თვითონაც აფეთქდა. საზღვაო ქვეითს, ვიტალი ვოლოდიმროვიჩს, ამ გმირობისთვის, სიკვდიის შემდეგ სახელმწიფო ჯილდოს მიანიჭებენ.
მისმა გმირულმა საქციელმა საგრძნობლად შეანელა მტრის წინსვლა, რამაც დანაყოფს საშუალება მისცა ხელახლა განლაგებულიყო და მოეწყო თავდაცვა - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
კომენტარი