სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი აუჩქარებლად იმოქმედეთ. მეტი დრო დაუთმეთ მატერიალური საკითხების მოგვარებას და კარიერულ წინსვლას. შეიძლება გაგიჭირდეთ არჩევანის გაკეთება. კარგი დღეა რომანტიკული შეხვედრისთვის. კურო კარგი დღეა ცვლილებისა და საქმეებისთვის დასრულებისთვის. იყავით მეტად კომუნიკაბელური, მზად კონტაქტებისთვის. გადახედეთ კვების რაციონს, იქნებ რამე გაქვთ შესაცვლელი. ტყუპი დილით გამოიძინეთ, მეტად დაფიქრდით საკუთარ ცხოვრებაზე, იყავით განმარტოებით. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის საკითხების მოგვარებას. ზოგიერთი გადაწყვეტს შეიცვალოს ვარცხნილობა, სამოსი, აქსესუარები. კირჩხიბი სიზარმაცის გამო შეიძლება ისეთი აქტიური და პროდუქტიული ვერ იყოთ, როგორც გსურთ. ლამაზ და სუფთა გარემოში დასვენება განწყობას გაგიუმჯობესებთ. ინტერნეტში იპოვით პაუხებს თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ლომი დღეს დარწმუნდებით, რომ ცხოვრება მხოლოდ პრობლემებისგან არ შედგება. ახალი პერსპექტივები გამოგიჩნდებათ კარიერასა და პირად ცხოვრებაში. საღამო სეირნობას, ფლირტსა და წვეულებაზე დასწრებას დაუთმეთ. ქალწული შეიძლება ახალი მიზნები და სურვილები გამოგიჩნდეთ. სასურველის მისაღწევად მეტი მუშაობა მოგიწევთ. გამონახეთ დრო გარეგნობის გასაუმჯობესებლად. ურთიერთობაში, განსაკუთრებით ქალებს, მეტად უნდა დაუთმოთ. სასწორი სურვილები თავისით აგისრულდებათ, თქვენი ძალისხმევის გარეშე. კარგი დღეა პაემნის მოსაწყობად, მოგზაურობის დასაწყებად. ბიზნესმენები სხვა ქალაქში ან ქვეყანაში ფილიალის გახსნაზე დაფიქრდებიან. მორიელი დაძაბულობა მოგეხსნებათ. შეიძლება შეგეცვალოთ გარემო, ახალგაცნობილ ადამიანებთან მოგიწიოთ ურთიერთობამ. სამსახურის შემდეგ დაესწარით გამოფენას, კონცერტს. სასიამოვნო ნაცნობობა შეიძლება მსუბუქ ფლირტში გადაიზარდოს. მშვილდოსანი კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მიმდინარე საკითხების მოსაგვარებლად. გადახედეთ ხელშეკრულებებს და თუ რამე არ მოგწონთ, ცვლილებები შეიტანეთ. ზოგიერთს ცხოვრებისეული კურიოზები ელის. თხის რქა ნუ დაისახავთ გრანდიოზულ გეგმებს და ეცადეთ, სამსახურში გვიანობამდე არ გაჩერდეთ. სასურველია, კარგად გამოიყურებოდეთ და ხშირად გაიღიმოთ. პარტნიორებთან და კლიენტებთან იყავით მსუბუქი და დაეხმარეთ მათ. მერწყული კარგი დღე გელით. გაგიუმჯობესდებათ პირადი ურთიერთობები და სამსახურში თვითგამოხატვასაც შეძლებთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. ზოგიერთი ინტერნეტნაცნობობას რეალურ ცხოვრებაში გადმოიტანს. ეს შეიძლება იყოს კავშირი, რომელიც რაღაც მიზეზის გამო ადრე შეჩერდა. თევზები სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. კარგი დღეა საოჯახო ნივთების შესაძენად. საღამოს გამონახეთ დრო ბინის კეთილმოსაწყობად. სახლში ჰარმონიის შესაქმნელად. შეყვარებულებს რომანტიკული ვახშამი ელის. ზოგიც შინ მეგობრებს უმასპინძლებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100