სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ძალიან უსამართლოა ასეთი ახალგაზრდა, ნიჭიერი და კეთილი კაცის ასე უდროოდ წასვლა" - ნიკა გვარამია ლევან ჩხაიძიეს გარდაცვალებაზე

"ყველას ვუსამძიმრებ ჯაკოს გარდაცვალებას. ყველას, იმიტომ, რომ ყველას დაგვაკლდება, ვისაც კი ერთხელ მაინც გვინახავს, შევხვედრივართ, გავსაუბრებივართ... ძალიან უსამართლოა ასეთი ახალგაზრდა, ნიჭიერი და კეთილი კაცის ასე უდროოდ წასვლა, ძალიან...

ცალკე და საგანგებოდ ვუსამძიმრებ კოლეგებს ტვ პირველიდან".- ასე ეხმაურება რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ჟურნალისტ ლევან ჩხაიძეის გარდაცვალებას.

ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე დღეს ბუდაპეშტში გარდაიცვალა.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ე.წ. თრომბი გახდა.

ლევან ჩხაიძე 33 წლის იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100