სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოფო ნიჟარაძე: შეცდომაში ნუ შეგყავთ მკითხველი!

„FUNTIME!!!! გუშინ ყველაზე დაძაბული ეტაპის, 2 სკამის ჩაწერა იყო, 4 საუკეთესოდან 2 უმაგრესი ბიჭი, სამწუხაროდ, სახლში წავიდა, აი, სწორედ ეს იყო ჩემი "ნამტირალევი სახის და გაბრაზების" მიზეზი! შეცდომაში ნუ შეგყავთ მკითხველი!“

აღნიშნული განცხადება სოფო ნიჟარაძემ სოციალურ ქსელში მას შემდეგ გამოაქვეყნდა რაც გამოცემა ფანთაიმმა დაწერა, რომ იქს ფაქტორში ახალი მენტორის, დათო ფორჩხიძის გამოჩენას სოფო ნიჟარაძის განაწყენება მოყვა..

სოფოს კომენტართან ერთად გთავაზობთ ფანთაიმის სტატიის იმ ნაწილსაც, რომელმაც სოფო გააღიზიანა.

„პროექტის შემოქმედებითი გუნდი, ჟიურის წევრები და კონკურსანტები წუხელ 4 სკამის მორიგი კონკურსის საყურებლად კლუბ One side-ში შეიკრიბნენ. კლუბში დათო ფორჩხიძის გამოჩენა აღარ გაჰკვირვებიათ, რადგან ახალი მენტორის შესახებ ინფორმაცია უკვე ჰქონდათ, თუმცა „ახალი ხმის“ (ტელეკომპანია „იმედის“ მუსიკალური პროექტი) სამგზის გამარჯვებული მუსიკოსის დანახვა მხოლოდ კონკურსანტებს გაუხარდათ. დათოს მთელი საღამო ჟიურის წევრებიდან ნინა სუბლატი ეკონტაქტებოდა, დანარჩენები კი მოულოდნელად გამოჩენილ მეტოქეს მაქსიმალურად არიდებდნენ თვალს. მეტიც, სოფო ნიჟარაძე ნამტირალევი და განსაკუთრებულად გაბრაზებულიც ჩანდა." - ნათქვამია სტატიაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100