საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ პირველად საქართველოს ისტორიაში იწყებს საყოველთაო აქციას მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანების სამკურნალოდ თანხის შესაგროვებლად!
9 მაისს, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას თანხის შესაგროვებლად, გასაჭირში მყოფი, მარტოხელა ვეტერანების სამკურნალოდ. ოდესღაც ისინი გმირები იყვნენ ახლა კი მათ შესახებ არავის ახსოვს. ზოგი, მიზერული პენსიით საკვებისა და საჭირო წამლების ყიდვასაც კი ვერ ახერხებს.
„სოციალური პარტნიორობა“ მოგიწოდებთ ყველა გულისხმიერ ადამიანს, მხარი დაუჭიროთ ამ ინიციატივას. თუ გაქვთ სურვილი და საშუალება შეუმსუბუქოთ ცხოვრება ვეტერანებს, რომლებმაც თავის თავზე გამოსცადეს მეორე მსოფლიო ომის საშინელება თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დახმარება ვეტერანებს) ან გადაიხადოთ პირდაპირ ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/130/
ფოტომასალა, ვეტერანებისთვის დახმარების გაწევის შესახებ გამოქვეყნდება ფონდის საიტზე www.fsp.ge და ფეისბუკის გვერდზე https://www.facebook.com/SocialPartnership
კომენტარი