სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თინა ტურძელაძე: „არჩევანი, რომ სახელმწიფო იწყებს პარტნიორობას კერძო კომპანიასთან, მიმაჩნია სწორად“

„ბიზნეს კურიერის“ 13 თებერვლის გადაცემაში ექსპერტმა თინა ტურძელაძემ ფარმაცევტული ბაზრის გამოწვევებზე ისაუბრა. გთავაზობთ გადაცემის ავტორისა და წამყვანის აკაკი გოგიჩაიშვილისა და ექსპერტის საუბარს მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ა.გ.: ჩვენ ვხედავთ, რომ წამლებმა დაიწია 30-40 %-ით, მათ შორის მნიშვნელოვანმა, ხშირი მოხმარების წამლებმა. კომპანიები აცხადებენ, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა. თუმცა, მე ასეთი დამთხვევების არ მჯერა. მითუმეტეს, რომ ერთი დღით ადრე საგანელიძე, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ეს მართლაც ესე მოხდება და მოხდა, ანუ მიზანი ერთგვარად, მიღწეულია. მაშინ რა არის ის, რაც კითხვებს შესაძლოა ბადებს ექსპერტებში ამ სქემაში. კონკრეტულად ის, რომ ვთქვათ ის ქარხნები, საიდანაც შემოდის ეს წამლები არ არის პრაიმლისტიგში?

თ.ტ: არ არის არსებითი, არის თუ არა ეს ტოპ ხუთას ქარხანაში, იმიტომ რომ ინდოეთში დაახლოებით 22 ათასი მწარმოებელია, მათგან მხოლოდ 75-ია ამერიკულ ბაზარზე დაშვებული, ანუ ეს არ არის წამყვანი ინდიკატორი ამ შემთხვევაში. უფრო მეტი, შემიძლია ისიც გითხრათ, რომ ის ტოპ კომპანიები, რომლებიც მუშაობენ ამერიკულ ბაზარზე და მათი ნაწილი საქართველოშიც არის, იმ საწარმო ფართზე არ უშვებენ ქართული ბაზრისთვის პროდუქციას, რომელსაც უშვებენ ამერიკული ბაზრისთვის. ასე, რომ ეს არ არის ამ შემთხვევაში მთავარი კრიტერიუმი.

მთავარი კრიტერიუმი ჩვენთვის არის სხვა რამ. ხელისუფლების წინაშე დგას ოთხი ამოცანა. პირობა ასეთია: მან უნდა უზრუნველყოს ხარისხი, ეფექტურობა, უსაფრთხოება და ხელმისაწვდომობა. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ამისათვის ხელისუფლებას სჭირდება ორი პრობლემის გადაწყვეტა. ერთი ეს არის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხს, უსაფრთხოებას და ეფექტურობის ობიექტურ შეფასებას და არა სუბიექტურს, როგორი ჭკვიანი ექსპერტიც უნდა იყოს, მასტერფაილებისა და დოსიეს გარეშე ის ამას ვერ შეაფასებს. მით უფრო კონკურენტი, რომელიც უბრალოდ დაინტერესებულია და მას შეუძლია შავი პიარი შეუქმნას პროდუქციას. როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან ეს არ არის ამ შემთხვევაში ობიექტური მონაცემი. და ყოველთვის ვსაუბრობდით იმაზე, თუ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ამ სისტემის შექმნას, მაშინ ეს იქნება მთავარი დარტყმა თავად ინდუსტრიისთვის.

ა.გ: ანუ აპრიორი ინდიკატორი იმისა, რომ წამალი ცუდია, თუ ის არ არის წარმოებული მწარმოებლის მიერ, რომელიც არ არის პრაიმ ლისტინგში, არ არის. უბრალოდ საჭიროა შემოწმდეს, არის თუ არ არის.

თ.ტ:უფრო მეტიც, არც ერთი ტრანსნაციონალური კომპანია, რომელიც მუშაობს ამერიკულ ბაზარზე, ან ევროპულ ბაზარზე, მათთვის თუ წამლების წარმოების მეტი წილი ხორციელდება ისევ ამერიკულ და ევროპულ ბაზარზე, ისინი ქართულ ბაზარზე მუშაობენ ინდოეთში წარმოებული პროდუქციით. ასე, რომ ეს არ არის ის კრიტერიუმი, რითაც ჩვენ უნდა შევაფასოთ.

ჩვენ არ გვაქვს სისტემა და მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, ჩვენ არა გვაქვს ვალიდური სისტემა, რომელიც შეაფასებს ხარისხს, ეფექტურობას და უსაფრთხოებას და ამის მოლოდინია, რომ „გლობალ ალიანსის“ რეფორმის ფარგლებში ეს სისტემა უნდა შესთავაზოს
„გლობალ ალიანსმა“ სახელმწიფოს და ის უნდა იყოს მისაღები ქართული ბაზრისთვის. ეს არის მთავარი, უბრალოდ აქ ჩნდება მეორე პრობლემა, როგორი კარგი მოდელიც არ უნდა იყოს, ამის იმპლემენტაციას დაჭირდება წლები. ანუ ხელისუფლება დგას საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე. მას შეუძლია უზრუნველყოს ამ სისტემის შექმნის დაწყება, მაგრამ ის ასე სწრაფად ვერ ამუშავდება. აი ამ ფორმატში, ჩემთვის ეს ppp ფორმა მისაღებია.

ა.გ.: ან თუ ამუშავდება, შეიძლება პრობლემებს გადავეყაროთ გზადაგზა, რადგან ზოგი წამალი შეიძლება აღმოჩნდეს მერე არასაკმარისად ხარისხიანი.

თ.ტ: რა თქმა უნდა, შეიძლება ძალიან ბევრ წამალმა ვერ გადალახოს ეს ბარიერი და მოუწიოს ქართული ბაზრის დატოვება და ეს იქნება სწორი. უბრალოდ, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს, მე, ყოველ შემთხვევაში, ამ გადმოსახედიდან, როდესაც დეტალები არ ვიცი ამ კონკრეტული კომპანიის შესახებ, შემიძლია ვთქვა, რომ ამ გადმოსახედიდან არჩევანი, რომ სახელმწიფო იწყებს პარტნიორობას კერძო კომპანიასთან, მიმაჩნია სწორად, რადგან ეს იქნება გადარჩენის სტრატეგია ბაზრისთვის, რამდენადაც მას უკვე კანონმდებლობის მიღმა შეუძლია სტრატეგიის ფარგლებში და პარტნიორობის რეჟიმში მოსთხოვოს ამ კომპანიას ის, რაც აუცილებელია ამ ოთხი კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად, ხარისხი, ეფექტურობა, უსაფრთხოება და ხელმისაწვდომობა.

ა.გ.: რაც არ გამოვიდა კერძო ბაზართან მიმართებით იმიტომ, რომ წინა ხელისუფლების პირობებშიც, ახლაც იყო მიმართვები, კონსულტაცია, სურვილი, რომ ფასები დაწეულიყო, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, არ მოხერხდა.

თ.ტ:პარტნიორობის ეს ფორმა გამოიყენა წინა ხელისუფლებამ ისეთი ინდუსტრიის განსავითარებლად, როგორიც იყო სადაზღვევო კომპანია, თუ გახსოვთ. მაშინ წინა ხელისუფლებამ ინვესტირება გააკეთა იმისათვის, რომ ის განვითარებულიყო. ეს ძალიან კარგია, რომ ეს სეგმენტი განვითარდა. ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ აიღო ხელმისაწვდომ წამლებზე თავის სტრატეგია, როგორც მე ვხედავ. მე იმედი მაქვს, რომ სამივე წინა კომპონენტი იქნება უზრუნველყოფილი უკვე არამარტო კანონმდებლობის ფარგლებში, არამედ პარტნიორობის ფარგლებში და მოსთხოვენ მას ამ კრიტერიუმების დაცვას და უზრუნველყოფენ ამის მონიტორინგს. და ბაზარზე რა რჩება, პრაქტიკულად, ყველაზე რთული, წამალი მოგეხსენებათ, შეიძლება სამ კატეგორიად განვიხილოთ, ანუ ორიგინალი, რომლისთვისაც არის ბაზარი მზად, რომ იყიდოს. მეორე, ეს არის შუალედური ბლოკბასტერები, რომლებიც შედარებით უფრო იაფია და უფრო ფართოდ მოიხმარება და მესამე, ეს არის იაფი ჯენერიკი, რომელსა და სიმილარს შორის ზღვარის გავლება არის ძალიან მაღალი პროფესიონალიზმის თემა და რომლის ვალდებულებაც, როგორც ჩანს აიღო ხელისუფლებამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100