სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში შიდსით ინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა

საქართველოში შიდსით ინფიცირების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამასთან, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, მხოლოდ ივნისის თვეში ორი ადამიანი გარდაიცვალა.

მედიკოსების განცხადებით, პაციენტთა დაღუპვის მიზეზი, როგორც ხშირ შემთხვევებში, დაგვიანებული მკურნალობა გახდა.

მიმდინარე წელს ვირუსით ინფიცირების 191 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს მნიშვნელოვნად აღემატება. 2011 წელს შიდსის ვირუსით სულ 53 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთაგან 10 ქალი და 43 მამაკაცია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100