სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე ეხმაურება ინგა გრიგოლია მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა შერჩევის ფაქტს

მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა შერჩევის ფაქტს, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ჟურნალისტი ინა გრიგოლია.

„ირაკლი შოთაძე იყო ჩემი აქტიური რესპოდენტი იმ პერიოდის განმავლობაში,რაც რეაქცია მიმყავდა... თითქმის არ მახსენდება ჩვენი არც ერთი შეთავაზება,მისგან უარი რომ მიგვეღო ეთერში მონაწილეობაზე.. პროკურატურისთვის ძალიან მწვავე საკითხებზეც კი. შესაბამისად, ძალიან გამიხარდა,როგორც ჟურნალისტს მისი ამბავი. ბევრი საინტერესო გადაცემა გამოგვსვლია მისი მონაწილეობით...

ვულოცავ მთავარ პროკურორობას და ვისურვებ, იგივე დოზით გახსნილი და აქტიური დარჩენილიყოს მედიასთან ურთიერთობაში,როგორიც აქამდე იყო.

და მასთან ერთად მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას უმაგრეს პროფესიონალს-ნათია სუხიაშვილს (შოთაძის პრეს მდივანი)“ - წერს გრიგოლია.

შეგახსენებთ რომ, საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა შეარჩია. ფარული კენჭისყრის შედეგად 14 წევრიდან შოთაძის კანდიდატურას 13 წევრმა დაუჭირა მხარი.

ის საპროკურორი საბჭომ ფარული კენჭისყრის წესით აირჩია. შერჩეულ კანდიდატს, საპროკურორო საბჭოს სახელით, იუსტიციის მინისტრი მთავრობას წარუდგენს. მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, კანდიდატი საბოლოო არჩევისთვის პარლამენტს წარედგინება.

მთავარი პროკურორობის კანდიდატების შერჩევამდე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ერთი თვის განმავლობაში საჯარო კონსულტაციებს მართავდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100