სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გარი კასპაროვი - საქართველოში არჩევნების შედეგები კრემლისთვის შოკი იყო

საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგები კრემლისთვის შოკი იყო, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მსოფლიოს და ოლიმპიადის მრავალგზის ჩემპიონმა ჭადრაკში გარი კასპაროვმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთში შეუძლებელია ისეთი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს, როგორც საქართველოში ჩატარდა.
"მე მეჩვენება, რომ ამ არჩევნების შედეგები კრემლისთვის შოკი იყო. იმიტომ, რომ იქ დარწმუნებულები არიან - საბჭოთა ქვეყნებში ხელისუფლება დემოკრატიის გზით არ იცვლება. იმ ფაქტმა, რომ საქართველოში ხელისუფლება ხალხის ნების გამოხატვით შეიცვალა, მე მგონი, კრემლში რაღაც გეგმები ჩაშალა", - განაცხადა გარი კასპაროვმა.
მისი აზრით, პუტინის რეჟიმის შეცვლა რუსეთში არ მოხდება ასეთი დემოკრატიული არჩევნების შედეგად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100